ოთარ ზურაბიშვილი - ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია, ისინი წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს.

სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.

ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.

„ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა