ირაკლი კობახიძე - კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრზე - პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ირაკლი კობახიძე - კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრზე - პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.

„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ", - წერს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.