„დიდი წარმატებისკენ გზა პატარა მცდელობებით იწყება“ – „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატების რჩევები აბიტურიენტებს

„საქართველოს ბანკი“ უკვე რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი წარმატებული სტიპენდიატი, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კი მომავალში უფრო და უფრო მასშტაბური გახდება.

ინფორმაციის მიხედვით, სტიპენდიის მისაღებად საკუთარ რჩევებსა და შთაბეჭდილებებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიატები უზიარებენ.

„მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, არასდროს დანებდნენ და ხელი არ ჩაიქნიონ, რადგან როგორი რთულიც უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, - ამბობს ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი საბანკო-საფინანსო განხრით, საბინა ფარაჯევა.

ბიზნეს ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, თამთა თოდრაძე, რომელიც ტურიზმის მიმართულებით სწავლობს, ამბობს, რომ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიამ თავდაჯერებულობა შემატა და სჯერა, მომავალში უფრო მეტს შეძლებს.

„სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, პირველ რიგში, მოთმინებასა და გამბედაობას ვურჩევ. პატარა წარუმატებლობებს თქვენი ენთუზიაზმისა და მოტივაციის გაქრობის უფლება არ მისცეთ. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არ გვერიდებოდეს კითხვების დასმა. პასიური მსმენელი ნუ იქნებით, გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში”, - აღნიშნა მან.

ილიაუნიში მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტის, თორნიკე სურგულაძე ქალაქ ფოთიდანაა, რომელიც გარდა საკუთარი პროფესიისა, სპორტითაა დაინტერესებული. მან წყლის თხილამურების ფლობაში გარკვეულ წარმატებებსაც უკვე მიაღწია.

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიით განაცხადის წაკითხვისთანავე დავინტერესდი. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მომიტანს. ვფიქრობ, ცხოვრებაც სპორტია, კონკურენციაა და მეც ამ მარათონის ნაწილი ვარ. მომავალ სტიპენდიატებს ვურჩევდი, მიზნებისაკენ წინსვლა არასდროს გადადონ სხვა დროისთვის. ყოველთვის გაბედეთ და გამოიყენეთ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა წარმატების”, - განაცხადა სტუდენტმა.

ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის, თორნიკე კირკიტაძის თქმით, კონკურსში გამარჯვებამ მეტი წარმატების მიღწევის ამბიცია გაუჩინა.

„გამოწვევები ყოველთვის მიყვარდა და ვცდილობდი, არ შემეწყვიტა განვითარება. ვფიქრობ, რომ სასტიპენდიო კონკურსშიც სწორედ დისციპლინა და ორგანიზებულობა დამეხმარა ყველაზე მეტად. სტიპენდიის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. კონკურსში გამარჯვებამ მეტი წარმატების მიღწევის ამბიცია გამიჩინა. ვფიქრობ, მიზნებამდე მისასვლელ გზას ყოველთვის იპოვი, თუ არ ჩერდები და არ გეშინია წარუმატებლობის”, - ამბობს ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, თორნიკე კირკიტაძემ.

კიდევ ერთი ილიაუნის სტუდენტის, ზაური ლაბარტყავას თქმით, ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, გამოცდილებაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაში გვეხმარება.

„ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეცადა ბედი „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო კონკურსში. მიხარია, რომ შიში დავძლიე და წარმატებასაც მივაღწიე. ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტ პროექტსა და ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. არა უშავს თუ ხანდახან დავმარცხდებით, ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, გამოცდილებაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაში გვეხმარება”, - განაცხადა ილიაუნის მენეჯმენტის სტუდენტმა, ზაური ლაბარტყავამ.

„თუ არ გსურთ გაუშვათ ხელიდან სასურველ პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, სტიპენდიისა და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო