"გრასი" აცხადებს, რომ აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან კამათის შემდეგ მარიამ წიწაკიშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) აცხადებს, რომ მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას, რომელმაც აერპოროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შენიშვნა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა.

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია” აერპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადევას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, ასევე არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც - ირინა გურგენაშვილს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსვე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო.

მომხდართან დაკავშირებით ორგანიზაცია ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.

„9 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენს თანამშრომელს, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორს მარიამ წიწიკაშვილს აეროპორტში ჩაუარა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ერთ-ერთმა ვინც რუსულ კანონს დაუჭირა მხარი. მარიამმა მას შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენიშვნა დააფიქსირა სიტყვისა და გამოხატვის უფლებების ფარგლებში, უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და წარმოადგენს მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ამასთან, ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყრას თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმსახვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც. საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ერთიკის კოდექსით გნსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას.

საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე - დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში. არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც - ირინა გურგენაშვილს, რომელსაც მონაწილეობა აღნიშნულ მოვლენებში საერთოდ არ მიუღია. ირინა გურგენაშვილს ჩამოართვეს პასპორტი და „განუმარტეს“, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მისი ბორტზე არდაშვების შესახებ. მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნვს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსვე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. მომხდართან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის - მივმართავთ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს - დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს - აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე