იგორ ნარმანია - კარგია, რომ პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს ახალგაზრდებთან შესახვედრად - კითხვები გვექნება როგორც „ქართულ ქარტიასთან“, ისე სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით

კარგია, რომ პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს ახალგაზრდებთან შესახვედრად. ჩვენ კითხვები გვექნება როგორც „ქართულ ქარტიასთან“, ისე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორ აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას, სადაც უნდა დავამარცხოთ „რუსული რეჟიმი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

„პოზიტიურია ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს ახალგაზრდებთან შეხვედრა და ამასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა. რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვები გვექნება „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც. სააკაშვილის თავისუფლება მოხსენიებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასევე კითხვები გვექნება სალომე ზურაბიშვილთან, როგორ აპირებს ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, რომელიც გადის ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ დასრულებაზე”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება