„აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი საღამოს ფარგლებში აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში „აფხაზეთის დღე-2024“ აღინიშნა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, „ბრავო რექორდსის“ მიერ შექმნილი აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს პირველად აფხაზეთის დღის აღნიშვნა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს მიეძღვნა.

„საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ გურამ ოდიშარიამ.

კონცერტზე ალბომში შესული აფხაზური მუსიკალური კომპოზიციები ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოხდა დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე მოსმენადი და პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტების შერჩევა-გადამუშავება და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებების შექმნა. სიმღერების ვოკალური ნაწილი აფხაზურ ენაზე პოპულარულმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერლებმა ჩაწერეს.

პროექტში მონაწილეობდნენ ნუცა თოფურია, ია ჯგერენაია, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, გიორგი ცხადაძე, დუეტი „ჯორჯია“, სოფო გელოვანი და გიორგი სუხიტაშვილი, თიკა მახალდიანი, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ოდა“, მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ალბომში შესულია 10 თანამედროვე აფხაზური პოპ-ჰიტი და ერთი ავთენტური აფხაზური ხალხური სიმღერა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, ჟურნალ „სითისა“ და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთის დღეს“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. ზემოაღნიშნულის ფარგლებში 30 ივნისს ბათუმში დაგეგმილია გალაკონცერტი „აფხაზეთისთვის“, ასევე, სხვადასხვა აქტივობები დასავლეთ საქართველოში, სადაც აფხაზეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ე.წ. გამყოფ ხაზთან მასშტაბური კონცერტით დაიხურება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე