„წალენჯიხის იუვენტუსი“ მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ტურინში, იუვენტუსის მსოფლიო ჩემპიონატზე „წალენჯიხის იუვენტუსმა“ 2 დღეში 3-დან, სამივე თამაში მოიგო და უკვე 8 საუკეთესო გუნდს შორისა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, წალენჯიხამ პოლონეთის აკადემია, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბადეში“ მოხვდა. აკადემიის აღსაზრდელებმა, ტურნირის ორივე დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.

„გუშინ წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა. პატარა ფეხბურთელებმა გუშინვე ლოს-ანჯელესიც დაამარცხეს, ანგარიშით 4-0 და ტურნირის ლიდერები გახდნენ.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობენ. იუვენტუსის აკადემიების ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია ასპარეზობს. „წალენჯიხის იუვენტუსის“ აკადემია ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.

„წალენჯიხის იუვენტუსის“ აღსაზრდელებს ტურინში პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და ჩემპიონატს პატარა ფეხბურთელების მშობლებთან ერთად გულშემატკივრობს”, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ