კახა კალაძე - გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები - ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი

ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

„დღეს 13 ივნისია, ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას 2015 წლის 13 ივნისი გვახსოვს. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ასევე, ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი, ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, გვერდიგვერდ აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ.

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს ღმერთმა მათი სული ნათელში ამყოფოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია - დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს ვერ დავიბრუნებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!