ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „6-თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პროგრამის კურსდამთავრებულებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალიმ სერტიფიკატები გადასცეს.

„ექვსთვიანი სასწავლო კურსი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და განკუთვნილი იყო აფხაზეთის სკოლების იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც სწავლას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობენ.

პროგრამის ფარგლებში თხუთმეტმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს