სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობს. მათ შორის, „ბიზნესის ადმინისტრირება“; „საჯარო მმართველობა და ელექტრონული ბიზნესი“ და „საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიები“.

ინფორმაციის თანახმად, ბიზნესის ადმინისტრირების სექციაში მონაწილეობა 2-მა სტუდენტმა მიიღო. შესაბამისად გახდნენ გამარჯვებულები: მაგისტრატურა - საბა კაჭარავა; დოქტორანტურა - ლაშა ხოფერია.

„საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის სექციაში მონაწილეობდა 6 სტუდენტი. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მაგისტრატურა - I ადგილი - დიანა დემეტრაშვილი; დოქტორანტურა - I ადგილი - მაია მიქაია.

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციაში მონაწილეობდა 9 სტუდენტი, აქედან: 6 ბაკალავრი, 2 მაგისტრანტი, 1 დოქტორანტი.

კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები: ბაკალავრიატი: I ადგილი - კობა პაქსაძე; მაგისტრატურა: I ადგილი - დავით დავითაძე; დოქტორანტურა: I ადგილი - თამარ მოხევიშვილი.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის