უქომაგე საქართველოს ნაკრებს გერმანიაში „სელფის“ ფანზონებში

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში, სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს ეწვიონ.

„სელფის“ ინფორმაციით, სამივე ქალაქში „ფანზონები“ პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ.

„შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს „სელფის“ საჩუქრები დახვდებათ. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, „ფანზონას“ ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე - დორტმუნდში, თემურ ქეცბაია - ჰამბურგში და ლევან ყენია - გელზენკირხენში.

ფანზონების განთავსების მისამართებია: დორტმუნდი: დორტმუნდი: The Londoner |18 ივნისი, ჰამბურგი: Klempau’s Paulaner | 22 ივნისი, გელზენკირხენი: Fankeipe auf Schalke | 26 ივნისი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე