თბილისის აეროპორტიდან EURO 2024-ზე ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა

დღეიდან, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების ქომაგების პირველი ნაკადი გაფრინდა.

პირველი რეისი ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია HI SKY-ის კუთვნილი ბორტით შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან განხორციელდა, რომელიც დიუსელდორფში საქართველოს 250 მოქალაქეს ჩაიყვანს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში EURO 2024-ზე პირველი ქართველი გულშემატკივრების გამგზავრების პროცესს დილიდან ვუწევთ მონიტორინგს. ჯამში, ჩვენ 5300-მდე ბილეთი გავყიდეთ, რომლითაც ისარგებლს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაესწრონ ისტორიულ საფეხბურთო მატჩებს. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ზედამხედველობას გავუწევთ ყველა ფრენას, რომელიც შესრულდება როგორც საქართველოდან, ისე გერმანიიდან თბილისის მიმართულებით. ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან იმისთვის, რომ მგზავრებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, ფრენები უპრობლემოდ და უხარვეზოდ შესრულდეს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან და პირიქით, გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჯამში 17 სუბსიდირებული ჩარტერული და რეგულარული რეისი შესრულდება.

მათი ინფორმაციით, საქართველოდან გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და სხვა სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად თან უნდა იქონიონ საქართველოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ