რატომ უნდა ვისწავლო BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე?

ქართული საგანმანათლებლო სისტემა წლიდან წლამდე ვითარდება და კონკურენციაც მძაფრდება. თუმცა არსებობს ერთეული პროგრამები, რომლებიც უნიკალურია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის დონეზე. მაგალითად ასეთია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი და შეთავაზებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები“. სწორედ ამ პროგრამის შემთხვევაზე განვიხილოთ ის 3 ძირითადი საკითხი, რომელიც დღეს სამაგისტრო პროგრამის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

პროგრამის უნიკალურობა

სამაგისტრო პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა. ის უნიკალურია თავისი შინაარსით და აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსებს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან.

პროგრამის პარტნიორების რიცხვი მუდმივად მზარდია და მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ა.შ.

ზოგადად, პროგრამის უნიკალურობა წარმატებით დასაქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. რაც უფრო უნიკალურ განათლებას მიიღებთ, მით უფრო მოთხოვნადი კადრი იქნებით დასაქმების ბაზარზე.

გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო პარტნიორობა

BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წელი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გაატარონ და შედეგად, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრანტებისთვის სრული დაფინანსებითაა შესაძლებელი.

გარდა აღნიშნულისა, პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვებსტერის უნივერსიტეტი (აშშ), საგარეო კვლევების პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ), კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (ისრაელი), უსაფრთხოების აკადემია (ისრაელი) და სხვა.

მაგისტრანტებს საერთაშორისო სტუდენტური პროექტების, ტრენინგების, კურსების და სხვა გადამზადების მოდულების სრული დაფინანსებით გავლის შესაძლებლობაც აქვთ.

პარალელურად, ისინი პროგრამაში ჩაშენებულ საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებს გაივლიან.

საერთაშორისო აღიარება

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.

სამაგისტრო პროგრამას მიღებული აქვს მაღალი რანგის საერთაშორისო გამოხმაურება საერთაშორისო ექსპერტების და აკადემიური წრეების მხრიდან: გენერალი ჯოვანი მარიცა (იტალია), პროფესორი აზარ გატი (თელ ავივის უნივერსიტეტი, ისრაელი), დოქტორი ტალ პაველი (კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ისრაელი) და სხვა.

აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კურსდამთავრებულს ეხმარება წარმატებით დასაქმდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

პროგრამაზე სტუდენტთა მიღება მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენისა და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით. სწავლის წლიური ღირებულება კი 2250 ლარია.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა