რომან გოცირიძე - სამიტის ორგანიზატორებმა არ მიიწვიეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც პირდაპირ ღია დემარშია - სალომე ზურაბიშვილის მიწვევა პოლიტიკურ-სიმბოლური დატვირთვის იყო

სამიტის ორგანიზატორებმა არ მიიწვიეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც პირდაპირ ღია დემარშია - სალომე ზურაბიშვილის მიწვევა პოლიტიკურ-სიმბოლური დატვირთვის იყო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც შვეიცარიაში გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა.

მისი თქმით, უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობის გამოხატულება, სალომე ზურაბიშვილის ყოფნით, ქვეყნის პოლიტიკური რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სამიტის ორგანიზატორებმა არ მიიწვიეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც პირდაპირ ღია დემარშია, ვინაიდან, ზოგადად გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და მით უმეტეს, საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტის აღმასრულებელი ფუნქციები ფაქტობრივად, გაუქმებულა. მაგრამ სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიწვევა, ამავე დროს, პოლიტიკურ-სიმბოლური დატვირთვის იყო, რადგან ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას იმ პოლიტიკის გამო, რასაც იგი აწარმოებს," - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" აგონიაშია და სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით მათი შეფასებები, ჯანსაღ აზრს აცდენილია.

„ოთხი თვე არის დარჩენილი, არავის არავითარი „მაიდანი“ არ უნდა. „მაიდანი“ მოხდება მაშინ, თუ არჩევნებს გააყალბებენ, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი ხალხის ძალისხმევით და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, ნებისმიერ შემთხვევაში - გაყალბდება თუ არა არჩევნები, იმდენ ხმას მიიღებს ოპოზიცია, რომ 4 თვის მერე იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე დააბრუნებს," - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ "მაიდანი" მოხდება მაშინ, თუ არჩევნების გააყალბებენ, გოცირიძე პასუხობს: "არავითარი "მაიდანი" არ იქნება, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებით წავა. „ერთადერთი შანსი, რომ "ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში ეს არის არჩევნების ტოტალური გაყალბება და ტოტალურ გაყალბებას არავინ შეარჩენს. ბუნებრივია, ამას ადეკვატური რეაქცია ექნება როგორც ხალხის მხრიდან, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება