გვანცა აფხაიძე - საქართველოში ვერც ერთი ონკოლოგიური პაციენტი სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას სახელმწიფოსგან ვერ იღებს

ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები გამოსწორებადია, ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობის კეთილი ნება, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდეს.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრები „ფუჭი დროის კარგვა აღმოჩნდა, რადგან მინისტრი ერთეულ ადამიანებს დაეხმარა, მხოლოდ ერთჯერადად და არც ერთი არსებული პრობლემა სისტემურად არ გამოასწორა“.

„მთავარი და უპირველესი პრობლემაა, წამლების არ არსებობა. ადამიანების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტია ისევ ქვეყანაში, „გემციტაბინი“, „კარბოპლატინი“, „აქვიტაბინი“, „იქსგევა“ და სხვა დასახელების მედიკამენტები უკვე რამდენიმე კვირაა დეფიციტშია. ასევე უამრავი მედიკამენტი რომელიც ასევე აუცილებელია პაციენტებისთვის და ძვირადღირებულია, არ შედის დაფინანსების პროგრამაში.

პაციენტების უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალი არის მიზერული პენსია, რომლითაც ვერც ერთი პაციენტი ვერ შეძლებს სრულფასოვანი მკურნალობის მიღებას. საქართველოში ვერც ერთი ონკოლოგიური პაციენტი სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას სახელმწიფოსგან ვერ იღებს. დაფინანსებაში წინასწარი და გეგმური კვლევები, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზი, მკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტების მართვა არ შედის.

პრობლემაა, გაუმართავი სისტემა, რომელიც არ არის ელექტრონული, პრობლემაა ჯანდაცვასთან დაკავშირება და პრობლემაა ასევე, მათთან კომუნიკაცია. ამ ფაქტების საფუძველზე აშკარაა, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და არ ფუნქციონირებს საქართველოში.

სწორედ, ამიტომ გუშინ, განცხადებით და პაციენტების ფორმა 100-ებით მივმართე პრემიერს, რადგან ის არის პასუხისმგებელი პირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ვითხოვთ ღია შეხვედრას პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან. ვითხოვთ პერსონალიზებული მედიცინის დანერგვას და ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დაცვას სახელმწიფოსგან“, - განაცხადა აფხაიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში