„ჯივიპი“ - დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო.

„მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი

ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა“,- ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში, რომელიც „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა