ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ საზღვართან საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე, ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდინმა და გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ოდედ ბასიუკმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ასევე, გენერლებმა ადგილზე მყოფი სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ „ჰეზბოლასა“ და ლიბანთან დაკავშირებით წესების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს ვართ. ომის მიმდინარეობისას „ჰეზბოლა“ განადგურდება, ლიბანი დიდად დაზარალდება და ჩვენ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას აღვადგენთ“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში