საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

სომხეთის საელჩო საქართველოში რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ბაქოს გამოხმაურება სომხეთ-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გაოგნებას იწვევს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული ჯარის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა.

„სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას. სომხეთი და აზერბაიჯანი უმაღლეს დონეზე შეთანხმდნენ, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. სომხეთის რესპუბლიკა იცავს ამ პრინციპს და არ აქვს ამბიციები საერთაშორისოდ აღიარებული 29 ათასი 743 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის მიღმა. სომხეთის რესპუბლიკამ თავისი მიდგომა პრაქტიკაში დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ღაზახის რეგიონის ოთხი სოფლის დელიმიტაციის განხორციელების ინიციატივით. მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაასრულოს სომხეთის რესპუბლიკის 30-ზე მეტი სოფლის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიების ოკუპაცია.

აზერბაიჯანის პრაქტიკა, რომელიც მოსახერხებელი ყოველი შემთხვევისათვის პროგნოზირებს რეგიონულ ესკალაციებს, დამაფიქრებელია და არაერთი ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზების გასამართლებლად მოდის, რომ აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების პროცესს, 2024 წლის ნოემბერში ბაქოში COP29 სამიტის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი აგრესიის წამოწყებისთვის.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ვაქცევთ ამაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ოფიციალური ერევნის სამშვიდობო შეთანხმების 1 თვეში დადების შესახებ წინადადება ოფიციალური ბაქოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა”, - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საელჩო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები