გიორგი ვაშაძე - გარანტირებული გამარჯვება მიიღწევა ერთიანობით, ჩვენ დიდ ერთობას ჩამოვაყალიბებთ - არავინ არავის სთავაზობს, რომელიმე პარტიის გარშემო გაერთიანებას, ეს არის ახალი კონგლომერატი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ შავი ფულის საცავი აქვს გაკეთებული, რითაც საარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოსყიდვას გეგმავს.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა „დამარხულია, შავი ფულის საცავი აქვთ”.

„საარჩევნოდ, მილიარდ-ნახევარს დახარჯავენ იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმები იყიდონ. აქვთ საცავი, სადაც ეს ფული აქვთ შენახული. ბიძინა ივანიშვილს ამ ფულის შესანახად თავისი ბანკიც აქვს და სხვა ბევრი წერტილი, უბრალოდ ეს ფული ბანკში არ არის, სხვა ადგილზე დევს, ისიც ვიცი სად. დამარხულია, შავი ფულის საცავი აქვთ გაკეთებული.

ამ ფულს ხალხს დავუბრუნებ და გავისტუმრებთ საპენსიო სესხებს, გავისტუმრებთ ბევრ ვალდებულებებს, რომელიც ხალხს აქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ფული კერძო შენობაშია დამარხული თუ სახელმწიფოში, ვაშაძე პასუხობს, რომ კერძო შენობაში, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს.

„კერძო შენობაა. ეს ინფორმაციები მე მაქვს „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წევრებისგან, სხვათა შორის, ბევრი მეკონტაქტება. შიგნით სიტუაცია გატეხილია, „ქართული ოცნება“ ჩამოშლის პირას არის. ვფიქრობ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დიდ ჩამოშლებს ვნახავთ. ბევრი მაწვდის ინფორმაციას, რადგან ამით მომავლისთვის სახე შეინარჩუნონ. სხვებსაც მოვუწოდებ, რომ რაც უფრო მალე მოგვაწვდიან ინფორმაციას დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უფრო გადავლენ ხალხის მხარეს, მით უფრო ნაკლები იქნება პასუხისმგებლობა.

ამ პერიოდის მანძილზე, სხვა ბევრი ინფორმაციაც მომაწოდეს, რომლებზეც საჯაროდ არ ვსაუბრობ, ეს მხოლოდ ნაწილია“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიების ერთობის მომხრეები არიან.

მისივე მოსაზრებით, ის რისკს ხედავს ალტერნატიული ცენტრების შექმნაში, რადგან ის ოპოზიციაში ვერ ხედავს 2-3 ცენტრის შექმნის რესურსს.

„ჩვენ ვართ დიდი ერთობის მომხრე, თუმცა ის, რომ მხოლოდ ამით მიიღწევა გამარჯვება, ასე არ არის. მარტივი, გარანტირებული გამარჯვება მიიღწევა დიდ ერთიანობით, მე ამის მჯერა. ადამიანმა საქმე უნდა გაიმარტივო და არა გაირთულო.

რისკს ვხედავ იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ეს ალტერნატიული ცენტრები არ იქნება. ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ნამდვილად შევქმენით დიდ ცენტრს. ჩვენ დიდი ერთობის მომხრე ვართ, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ყველაზე დიდ ერთობას ჩამოვაყალიბებთ. ვერ ვხედავ მეორე და მესამე ცენტრის ჩამოყალიბების რესურს“,- განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა პოლიტიკური ერთობის მომხრეა. ერთობას არ ემხრობა, მხოლოდ, „ლელო“ და „ახალი“.

კითხვაზე, რა არგუმენტები აქვთ „ლელოს“ და „ახალს“, ვაშაძე პასუხობს, რომ მათი არგუმენტები უფრო ემოციურია და არა ღრმა ანალიზით გამყარებული.

„ბევრ არგუმენტებს ამბობდნენ. ეს არგუმენტები უფრო ემოციურია და არა ციფრებით და ღრმა ანალიზით გამყარებული არგუმენტები. არავინ არავის არ სთავაზობს, რომელიმე პარტიის გარშემო გაერთიანებას, ეს არის ახალი კონგლომერატის ჩამოყალიბება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში