ბექა ლილუაშვილი - შეიძლება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა - თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ!

შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, „ქართული ოცნების" მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა - მე აღარ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, შეჩერებული, "რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა".

„ხალხის ძალის" განცხადებები როგორც წესი, არის ხოლმე პოლიტიკური თაღლითობის, ან მავნებლობის პრელუდია. შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, "ქართული ოცნების" მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩანაცვლება რუსეთის ფედერაციით, ან რომელიმე აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოთი. მე არ ვიცი ის ბნელი მოტივი, რომლითაც შეიძლება, "ქართული ოცნება" ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაზიანებისკენ იყოს მიდრეკილი, მაგრამ შედეგების თვალსაზრისით, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. არასდროს ყოფილა ასეთი მძიმე მოცემულობაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ურთიერთობა. 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, შეჩერებული. ასეთი მძიმე მოცემულობა, ასეთი მძიმე დაშორება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებსა და ქართველი ხალხის ინტერესებსა და ამოცანებს შორის არასდროს ყოფილა. ამიტომ, მე აღარ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ. 4 თვე ქართველი ხალხის ამას აიტანს და 4 თვის შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად მოვიშორებთ მათ ხელისუფლებიდან," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ელჩმა „წითელი ხაზი” გადაკვეთა.

„თუ აქამდე აშშ-ის ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა," - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა