„ლელო“ ინიციატივით, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ექსპერტებსა და „ლელოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა-დისკუსია მიმდინარეობს

პარტია „ლელო საქართველოსთვის" მოწვევით ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ექსპერტებსა და „ლელოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა-დისკუსია მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრაზე ანაკლიის პროექტის ავტორები, პარტია "ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, პარტიის საპარლამენტო მდივან, ლანა გალდავასთან ერთად, ანაკლიის განვითარების სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენენ.

შეხვედრა- დისკუსიაში მონაწილეობენ უსაფრთხოების ექსპერტები, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებიან "მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებლები, რომლებიც, მათივე განცხადებით, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს გააჟღერებენ.

როგორც „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანაკლიის პროექტი თავიდანვე იყო ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტი, თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ პროექტის განსახორციელებლად საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია შეარჩია.

"ყველას ახსოვს ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობის განცხადება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი და ნავსადგური იქნება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რგოლი. შემდგომ, " ქართულმა ოცნებამ" ეს პროექტი მოკლა. როგორც ჩანს, ახლა რუსეთის თანხმობით დაიწყეს ამ პროექტში ჩინური კომპანიის შემოყვანა. ისეთი ჩინური კომპანიის, რომელსაც ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ცნობილია, რომ იმ პროექტებში, რომელშიც ეს ჩინური კომპანია იყო, ყველგან არის კორუფციული სკანდალი. ასევე, არის შემთხვევა, როდესაც ის მთლიანად დაეპატრონა პორტს და შემდგომ იქ ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები განთავსდა. "ქართულმა ოცნებამ" ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანია შეარჩია. ხელისუფლების მიზანი არ არის ამ პროექტის დასავლური სტანდარტით, გამჭვირვალედ განხორციელება, რათა ეს ნავსადგური იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ვხედავთ "ქართული ოცნების" კოორდინაციას ისეთ პარტნიორთან, რომლის რეპუტაცია არის ძალიან საეჭვო და პროექტიც ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე