GITA-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმება კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე კვლევითი პროექტების განხორციელება, ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება/გაძლიერება.

„მემორანდუმი მოიცავს სეუ-ს მიერ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში ან/და არსებულის განახლებაში ჩართულობას, ასევე სასწავლო კურსების სილაბუსების შედგენა/განახლებაში მონაწილეობას, ასევე მხარეთა პერსონალისათვის, მათთვის საინტერესო თემებზე, ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების შეთავაზებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში