კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი” ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, “საქართველოს ბანკი” 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით უკვე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, II – XII კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ინგლისურში (11215 მონაწილე), ქართულსა (11026 მონაწილე) და მათემატიკაში (17407 მონაწილე) ეჯიბრებოდნენ. ჯამურად, ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო.

კონკურსის შედეგად ყველა საგნის საკლასო კატეგორიაში 3-3, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა.

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მოსწავლეებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად და საკუთარი თავში ახალი უნარების აღმოსაჩენად კი არაერთ ოლიმპიადას ვუჭერთ მხარს. კინგსის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად იმართება. გაზაფხულის სეზონში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ.

კინგსის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია csr.bog.ge-ზე.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი