თეონა აქუბარდია - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება ღიად შეასრულა

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს, საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, სამაგიეროდ, აქტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი სომხეთთან თანამშრომლობაზე.

„სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სენატში განიხილეს, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრს არაფერს აღარ ამბობს. მე ვნახე თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს და საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს. მე ხელთ მაქვს ის ჩანაწერი, რომელიც ევროპასთან დაკავშირებით არის და გაგიკვირდებათ, თუმცა საქართველოს მხარდაჭერა აღარ არის ნახსენები და საუბარია სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რომელიც ამ მოლაპარაკებების შედეგად, პირველად გაჩნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

ამ ვითარებაში, როდესაც თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ჯარის დაფინანსება ნულია და საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და სომხეთთან თანამშრომლობაზე არის საუბარი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, იმიტომ რომ შეერთებულო შტატების დახმარების და მხარდაჭერის გარეშე, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვერ შესრულდება და ერთადერთი რა შესაძლებლობაც შეიძლება ჩვენს ჯარს დარჩეს ეს არის ხანძრების ქრობა, ისიც ძალიან მწირე რესურსებით," - განაცხადა აქუბარდიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა