რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში ოთხი დარტყმა განახორციელეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობა განმეორებითი იერიშების შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, დაღუპულია 2 და დაშავებულია 18 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე