პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულ დახურვას განიხილავს

პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

”ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე”, - აღნიშნა მინისტრმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს ბელარუსი ოფიცრები ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ ჯარისკაცს, პოლონელ მესაზღვრეს. მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია. მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი გავლენის გაანალიზების შემდეგ, რათა შედეგები ლუკაშენკომ იგრძნოს და არა ჩვენ“, - აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ბელარუსთან საზღვარზე დანით მიღებული ჭრილობის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 50-მდე უცხოელმა პოლონელ მესაზღვრეებს ტოტები და ქვები დაუშინა. მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლონელი სამხედრო დანით დაჭრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე