ჯოზეფ ბორელი - საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ზომები, რომლის მიღებაც შესაძლებელია: ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება

მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

„დღეს საორიენტაციო დებატებია, მაგიდაზე დავდებ სრულ ანალიზს, რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იმსჯელებენ. ასე რომ, არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალება, ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო პირებისთვის ტკივილის მიყენება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე