ხატია დეკანოიძე - გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ამ მასკარადში მონაწილეობაა - ბევრ ადამიანს შევხვდი უამრავ რეგიონში და არავის დაუსვამს კითხვა - რა ხდება ლგბტ პროპაგანდაზე

სხვა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ვიდრე “ქართული ოცნების” ამ მასკარადში მონაწილეობაა - ეს პრობლემა მოქალაქეებს არ აინტერესებთ. არავის დაუსვამს კითხვა - რა ხდება ლგბტ პროპაგანდაზე. უფრო მეტიც, თუ ვინმეს კითხავთ, ყველას ახსენდება მამუკა მდინარაძე და არავის - კონკრეტული პრობლემები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ძალაუფლების განმტკიცებისთვის „გამოიგონა“.

„სიმართლე გითხრათ, გაცილებით სხვა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ამ მასკარადში მონაწილეობაა ამ კუთხით. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი უამრავ რეგიონში და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა მოქალაქეებს არ აინტერესებთ. არავის დაუსვამს კითხვა - რა ხდება ლგბტ პროპაგანდაზე. უფრო მეტიც, თუ ვინმეს კითხავთ, ყველას ახსენდება მამუკა მდინარაძე და არავის - კონკრეტული პრობლემები. ვფიქრობ, რომ ეს არის ის მასკარადი, რომელიც ხელისუფლებამ და “ქართულმა ოცნებამ” გამოიგონა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის”,- აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის აპირებს დაესწროს 28 ივნისს პარლამენტში მთავრობის ანგარიშს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარადგენს.

“ვფიქრობ, რომ შეიძლება დავესწრო. ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში მიდის ამ საკითხზე მსჯელობა. ჯერჯერობით რომანის [გოცირიძის] პოზიცია არ ვიცი. მე არ მაქვს კითხვები ანგარიშთან დაკავშირებით, კითხვები მაქვს იმ ძალიან სერიოზულ ვითარებაზე, ურთულეს მოცემულობაზე, რომელსაც დღეს მაგალითად განიხილავენ ევროკომისიაში. იცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეიძლება პრაქტიკულად შეჩერდეს და ეს იყოს გადამწყვეტი და უმძიმესი პრობლემა საქართველოსთვის. ამ ეტაპზე ეს არის ჩემი პოზიცია”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს