ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო - ინიციატივის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის საგაზაფხულო სეზონზე ოლიმპიადაში მონაწილეობა II-VI კლასის 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობდნენ. სამი ტურის შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 61 მოსწავლე გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე კი სამი გამარჯვებული დასახელდა, რომელთაც საქართველოს ბანკისგან საჩუქრები (ლეპტოპები და მობილური ტელეფონი) გადაეცათ.

ევერესტის 2024 წლის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებულები არიან: დამიანე მამრიკაშვილი, მე-2 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა), ნინო სეხნიაშვილი მე-3 კლასის მოსწავლე (დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), იოანე მამრიკიშვილი მე-4 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა).

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა II-VI კლასის მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, გამოცადონ საკუთარი თავი და უნარები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, მიიღონ გამოცდილება, შეიძინონ ახალი მეგობრები და ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ საკუთარი პოტენციალის ათვისება. გვახარებს ევერესტის ოლიმპიადისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა