ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის საშუალება შეიმუშავა

ევროკავშირმა შეიმუშავა ლეგალური საშუალება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გვერდი აუაროს უნგრეთის ვეტოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის საკითხზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გვერდის ავლის გზა რთულია, როგორც ყველა სამართლებრივი გადაწყვეტა, მაგრამ მუშაობს.

Financial Times-ი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ასევე საშუალება მისცეს „დიდ შვიდეულს“, უკრაინას დეკემბრამდე 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყოს, რომელიც მომავალი შემოსავლებით უნდა დაფაროს.

უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის გზას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა