ქართველმა მოსწავლეებმა ამერიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს რობოტიკის გუნდმა ნიუ - იორკის, როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტის გენიოსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე - Genius Olympiad - რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ოლიმპიადაში მსოფლიოს 67 ქვეყნის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც 8 სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის მეცნიერებაში, რობოტიკაში, კოდინგსა და ბიზნესში უნდა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევარი.

წლევანდელი ოლიმპიადის მთავარი თემა ეკოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გადაჭრა იყო, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინაშეა.

საქართველოს რობოტიკის გუნდმა, რომელიც 4 მოსწავლისგან იყო დაკომპლექტებული, ინოვაციური რობოტი ევაკუატორი შექმნეს, რომელმაც ოკეანე დაასუფთავა და ცხოველები გადაარჩინა.

საქართველოს გუნდს ევროპული სკოლის რობოტიკის წრის მასწავლებელი დავით ნოზაძე ხელმძღვანელობდა. გუნდი ოთხი მოსწავლით იყო დაკომპლექტებული - ნატალი ნოზაძე (ევროპული სკოლა), ნიკოლოზ არევაძე (150-ე საჯარო სკოლა), ნიკოლოზ დანელია (ევროპული სკოლა) და მია ქართლელიშვილი (ვეკუას სკოლა). ოთხივე მათგანს ბრინჯაოს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება როგორც ჩვენი გუნდისთვის , ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველმა ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის სახელით ათასობით მოსწავლეს შორის გამარჯვება მოიპოვეს და უამრავი ადამიანის წინაშე საქართველოს დროშა ააფრიალეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი მხოლოდ რობოტის აწყობას არ ითვალისწინებდა, ბავშვებს რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინათ, მათ შორის რობოტის აწყობა, კოდის დაწერა, კონკრეტული დავალების შესრულება და ყველა კომპონენტში მათ წარმატებით გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ჟიურისგან გარდა მაღალი ქულებისა, გამორჩეული შეფასება დაიმსახურა. საქართველოს გუნდი რობოტიკაში შესანიშნავია, - სწორედ ასე შეფასდა ჩვენი გუნდი ოლიმპიადის საერთაშორისო ჟიურისგან“, - აღნიშნა გუნდის ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე