რუსებმა პოკროვსკს რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა - 34

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკის „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 ადამიანი.

„მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა - ეს არის პოკროვსკზე თავდასხმის წინასწარი შედეგები. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია, 12 და 13 წლის. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და მძიმეა“, - აღნიშნა ვადიმ ფილაშკინმა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და გაზსადენი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე