როგორ იქმნება მომხმარებლის საყვარელი ნაყინები „სტრაჩატელა“ და „კრემბრულე“ – „პალომა“ ბაზრის წილის ზრდას აგრძელებს

ნაყინი - ეს მხიარულების ჯადოსნური ფორმულაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს უყვარს და აბედნიერებს. სწორედ ამიტომ დღეს ნაყინის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ ბრენდზე მოგიყვებით. „პალომა“ გახლავთ ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს ბაზარზე არსებული სტანდარტული პროდუქციის პარალელურად ნაყინის ჭიქებში განსაკუთრებული არომატები - „სტრაჩატელა“ და „კრემბრულე“, ამავდროულად კი უშაქრო ნაყინი შესთავაზა.

„პალომას“ დირექტორის გიორგი ჭიჭიკოშვილის განმარტებით, ბრენდის პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ევროპული ნედლეულით, ნაღების კარაქით მზადდება, შედეგად კი განსაკუთრებული, ყველასათვის საყვარელი გემოვნური თვისებების პროდუქტი მიიღება. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს წლიდან წლამდე ბაზარზე, მათი წილის სტაბილურ ზრდას.

ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ საქართველოში ნაყინის ბაზარს?

ნაყინი საქართველოში ძალიან უყვართ და შესაბამისად, ბაზარიც საკმაოდ მრავალფეროვანია. საკმაოდ დიდი წილი უკავია იმპორტირებულ პროდუქციას, რაც ჩვენთვის, ქართული ნაყინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამ ეტაპზე, ჩვენი, ქართველი მწარმოებლების საერთო მიზანი, ვფიქრობ, სწორედ ადგილობრივი პროდუქციის წილის ზრდაა. აღნიშნულს ნამდვილად ვახერხებთ, „პალომას“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. „პალომა“ პოზიციონირებს პრემიუმ კატეგორიაში და საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბრენდებს.

მოგვიყევით „პალომას“ შესახებ, როგორია ბრენდის განვითარების ხაზი 2005 წლიდან დღემდე?

15 წელზე მეტია, ბაზარზე ვართ და ეს გზა ნამდვილად არ იყო მარტივი. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მომხმარებლებს ვუერთგულეთ ხარისხის კუთხით. ხარისხის სტანდარტი მკაცრად არის დაცული წარმოებაში და ამ მხრივ კომპრომისი წარმოუდგენელია. ამ წლების განმავლობაში მუდმივ გაუმჯობესებასა და დახვეწაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ ყველაფრის შედეგი კი ის უამრავი ლოიალური მომხმარებელია, რომელიც დღეს, ჩვენ გვყავს და საქართველოში, „პალომას“ ნაყინი საუკეთესო ნაყინთან ასოცირდება.

ინდუსტრიაში სიახლეების შესახებ, რომ საქმის კურსში ვიყოთ, დავდივართ საერთაშორისო გამოფენებზე, ვეცნობით სიახლეებს, რომლებსაც შემდეგ წარმოებაში ვნერგავთ. ჩვენს განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გასულ წელს პრემიუმ ხაზის წარდგენა. ეს გახლავთ ნაყინი ეკომეგობრულ, მუყაოს შეფუთვაში.

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც დავნერგეთ ISO და HACCP სტანდარტები.

დღეს, მომხმარებლებს 21 დასახელების ნაყინს ვთავაზობთ, პროდუქცია კი ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ ქსელში.

როგორ იქმნება „პალომას“ გამორჩეული გემოები?

ჩვენი ტექნოლოგი 15 წელზე მეტია, „პალომას“ განსაკუთრებულ გემოებს ქმნის. ძირითადი კონცეფცია ეფუძნება ხარისხს, გამორჩეულ გემოვნური თვისებების პროდუქციის შექმნას და ვცდილობთ, ეს პრინციპი ერთგულად დავიცვათ. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიდის დანამატებზე, გემოების თვალსაზრისით სიახლის შემოტანაზე.

ჩვენს ასორტიმენტში განსაკუთრებული ადგილი უკავია „სტრაჩატელასა“ და „კრემბრულეს“. მიუხედავად იმისა რომ ამ პროდუქტებს იტალიური და ფრანგული ფესვები აქვს, პალომას ეს ორი განსხვავებული გემოს რეცეპტურა ადგილზე შემუშავდა და საგემოვნო პარამეტრებით, ბაზარზე ანალოგი არ აქვს.

ჩვენი მთავარი უპირატესობა პროდუქტის განსაკუთრებული და ყველასთვის საყვარელი გემოვნური თვისებებია. აღნიშნული სტანდარტი მკაცრად არის დაცული, ამიტომაც არის ჩვენი პროდუქცია ასე მოთხოვნადი და მზარდი ყოველწლიურად.

„პალომას“ კიდევ ერთი გამორჩეული პროდუქტი უშაქრო ნაყინია. რატომ გადაწყდა მისი წარმოება და რამდენად მოთხოვნადია ბაზარზე?

მომხმარებელი ჩვენს სიახლეებს ყოველთვის კარგად იღებს. ასე მოხდა უშაქრო ნაყინის შემთხვევაშიც. მისით დაინტერესება საკმაოდ დიდია. უშაქრო ნაყინი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისაც არ სურს უარი თქვას ნაყინზე, მაგრამ აწუხებს დიაბეტი ან არის დიეტაზე. ეს პროდუქტი შაქარს დანამატის სახით არ შეიცავს.

რომელი ქვეყნის ნედლეულით მზადდება „პალომას“ ნაყინი?

ჩვენი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა პრემიუმ ნედლეულია. ვთანამშრომლობთ ევროპის მხოლოდ წამყვან წარმოებებთან, ვიყენებთ ევროპიდან შემოტანილ ნაღების კარაქს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნაყინის გემოს და ხარისხს.

რას გვეტყვით საწარმოს ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე?

საწარმოში განთავსებულია იტალიური დანადგარები, რაც ჩვენს სტაბილურ წარმადობასა და უცვლელ ხარისხს განაპირობებს.

მომხმარებლის კუთხითაც რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა იცნოს მან ხარისხიანი ნაყინი?

ნაყინის ხარისხი მისი კონსისტენციითა და გემოთი მარტივად იცნობა. თუმცა არის მეორე მხარეც, როდესაც არასწორი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების გამო, ნაყინის ხარისხი ფუჭდება. ლღობისა და ხელახალი გაყინვის კვალი პროდუქტს აუცილებლად ეტყობა, იგი კარგავს პირველადი სახეს და მისი მირთმევაც სასურველი არაა.

რაც შეეხება უშუალოდ „პალომას“ პროდუქციის შენახვასა და დისტრიბუციას, ჩვენთან სამაცივრე მეურნეობები უმაღლეს დონეზეა, ყოველწლიურად ვმუშაობთ მათ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ასევე სრულად ვენდობით სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ნაყინის ქსელში მიწოდებას უმაღლესი სტანდარტის სამაცივრე ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

უკვე სახლში მიტანილი ნაყინი კი მაცივრის საყინულე განყოფილებაში, -14 გრადუსზე უნდა შევინახოთ. აუცილებელია, მომხმარებელმა უზრუნველყოს, რომ გზაში ნაყინის დნობა არ მოხდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მაღალი ხარისხის ნაყინის რეალური გემოებით მიიღოთ სიამოვნება.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია