პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

როგორც ცნობილია, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ეგიდით, მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება საერთაშორისო სამკითხველოების გახსნა. ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში დღეს პირველი ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. ამის თაობაზე „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

პროექტი „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ" ასოციაცია "საქართველოსთან" ერთად განახორციელა.

დიდი მადლობა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს პოლონეთში - გიორგი გეთიას და სოფიკო ჯანჯღავას.

დიდი მადლობა საქართველოს საპატიო კონსულს ქალაქ ვროცლავში ვოიჩეხ ვრობელს", - ვკითხულობთ კეკელიძის პოსტში.

მისივე ინფორმაციით ა.წ. ზაფხული-შემოდგომის განმავლობაში სამკითხველოები კიდევ შემდეგ ქალაქებში გაიხსნება:

სტამბოლი (თურქეთი);

ათენი (საბერძნეთი);

ერევანი (სომხეთი);

ბრიუსელი, ლიეჟი (ბელგია);

კელნი, კარლსრუე (გერმანია);

ამსტერდამი (ჰოლანდია).

შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში "ბიბლუსმა" და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება". საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ