სახალხო დამცველის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, საპატიმროებში მსჯავრდებულ-ბრალდებულთა ოდენობის შემცირება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

„სამწუხაროდ, საქართველო, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 9500 მსჯავრდებულ-ბრალდებული გვყავს მთლიანობაში, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი არის შესამცირებელი. ეს ამნისტიის გზით გაკეთდება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმით თუ პრეზიდენტი უფრო მეტ ადამიანს შეიწყალებს, ან სამაჯურების გამოყენების მექანიზმი იქნება, რაც არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა, არ ვიცი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იქამდე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა შემცირდება, აღარ ვიქნებით მეორე ადგილზე, აღარ იქნება დაწესებულებები გადატვირთული.

ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები ამ თუ არა მომავალ პარლამენტში მაინც. ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ - არის მთელი რიგი დანაშაულები, მთელი რიგი რაოდენობა მსჯავრდებულების, რომლებიც აღარ საჭიროებენ საპატიმროში ყოფნას, რომელთა გათავისუფლება დღეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის პირობებში, პირობითი მსჯავრის პირობებში და ა.შ მაგრამ უმჯობესია მათ ჰქონდეთ საშუალება იყვნენ ოჯახში და გარეთ მოიხადონ მსჯავრი, ვიდრე ეს ხდებოდეს საპატიმროში, სადაც ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ისე არ იყოს დაცული, როგორც ეს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ყველა დაწესებულებას არ ეხება ეს. ყველა დაწესებულება მოვინახულე და ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში. არის სანიმუშო, კარგი დაწესებულებები და არის დაწესებულებები, სადაც მძიმე სიტუაციაა. საპატიმროში პოპულაციის ეს შემცირება, ამ მიმართულებითაც გამოასწორებს მდგომარეობას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე