ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია ორ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება.

ვენეციის კომისიის შეფასებები ვებგვერზე 24 ივნისს გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისია გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მოსაზრებაში „ძალიან შეშფოთებულია“, რომ შესწორებები მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე.

კომისია საუბრობს ცვლილებების რისკებზე, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე წელზე ნაკლები დრო არის დარჩენილი.

„უფრო მეტიც, შესწორებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების კანდიდატების სიებს ეხება, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე და მათი მიღება, როდესაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი - რომელიც 2024 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი - საარჩევნო კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებებს აჩენს”, - ნათქვამია მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორც მანამდე მოსაზრებების სერიაში უკვე გააკეთა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირ-ხშირად შესწორებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისთვისა და დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო მიმდინარე ძალისხმევებისთვის ძირის გამოთხრის რისკს აჩენს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით სპეციალური დროებითი ზომების შემოღების რეკომენდაციას იძლევა.

„2020 წლის შესწორებები, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატების სიებში გენდერული კვოტები, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისებები, თანხვედრაში იყო ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან, მაგრამ ისინი ახლა გაუქმდა ისე, რომ ჩანაცვლებულ არ იქნა რამე სხვა ზომებით, რომლებიც ქალი კანდიდატების არჩევას უზრუნველყოფდა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ქალების წარმომადგენლობის პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოებში გაზრდის მიზნით ვენეციის კომისია სპეციალური დროებითი ზომების შემოღების რეკომენდაციას იძლევა, როგორიცაა, გენდერული კვოტების ან ქალი კანდიდატების არჩევის უზრუნველყოფის სხვა აღიარებული მეთოდების ხელახლა შემოტანა, რაც არჩეული ქალების პროცენტს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ არც ერთი მისი რეკომენდაცია საქართველოს ოფიციალური პირების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ნაწილობრივადაც კი.

კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ - ახლა უკვე მიღებული - შესწორებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცესკოს დამოუკიდებლობისთვისა და არაპარტიულობისთვის და ამ ინსტიტუტისადმი საჯარო ნდობისთვის.

ასევე კომისია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უდიდესი წუხილი უკავშირებდა თავისუფალი პოზიციების შევსებისთვის “ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმს”.

„უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ საარჩევნო კოდექსის ასეთი ფუნდამენტური ელემენტების შესწორებები მიღებულ იქნა მაშინ, როდესაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი და რომელთა ჩატარებაც 2024 წლის ოქტომბერში იგეგმება, რაც საარჩევნო კოდექსის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

თავდაპირველ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ შემდეგ არჩევნებთან მიმართებით ერთწლიანი ვადიდან გადახვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას გამართლებული, თუ [შესწორებები] თანხვედრაშია იმ მოსაზრებაში ჩამოთვლილ საკვანძო რეკომენდაციებთან, უფრო ფართო მხარდაჭერასთან ერთად, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. ამის მიუხედავად, ეს ორი პირობა, მიღების შემდგომ პროცესში არ იქნა შესრულებული. გასაოცარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მიერ წამოყენებული არც ერთი წუხილი არ იქნა გათვალისწინებული ამ პროცესში”, - ნათქვამია მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავდაპირველ მოსაზრებაში გამოთქმულ თავის რეკომენდაციებს, მათ შორის უფრო ყოვლისმომცველი რეფორმისადმი მოწოდებას.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს:

„მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირიში წევრობისთვის თავისი განაცხადის წინ წაწევაზე მუშაობს, კომისია ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ ეს, როგორც იმპულსი დემოკრატიული პროცესების შემდგომი გაძლიერებისთვის.

ყველა სახელმწიფო უნდა აღიქვამდეს დემოკრატიას, როგორც დინამიურ პროცესს, რომელიც მყარ დიალოგს საჭიროებს, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის ფარგლებში, ასევე, ხელს უწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის სულისკვეთებას საერთო სიკეთისთვის”, - ნათქვამია მოსაზრებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა