საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ინნ დეველოპმენტი“ გლდანში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ინნ დეველოპმენტი“ გლდანში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია „ინნ დეველოპმენტი” ახალ სამშენებლო პროექტს, „გლდანი ინნ“ - ს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს.

დეველოპერული პროექტი გლდანის ურბანულ ცენტრში, „სითი მოლი გლდანის“ გვერდით, ი.ვეკუას ქუჩაზე ხორციელდება. საცხოვრებელი კომპლექსი 26,125 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ის ოთხ საცხოვრებელ 9, 23, 28 და 32 სართულიან შენობას, კომერციულ, საოფისე, რეკრეაციულ სივრცეებს, ველო და სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედანს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.

პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის მაცხოვრებლებს 2028 წელს, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ.

როგორც“საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ აღნიშნა, „საქართველოს ბანკსა“ და „ინნ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. „საქართველოს ბანკსა“ და „ინნ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ერთობლივად არაერთ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ დღემდე. ამჯერად, ჩვენი ჩართულობით, გლდანში ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას, არამედ, მომავალი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას“, -აღნიშნა ერეკლე ვაშაყმაძემ.

როგორც „გლდანი ინნ“ - ის თანადამფუძნებელმა, ლერი ვარდოშვილმა განმარტა, პროექტზე ქალაქის ცნობილმა არქიტექტორების გუნდმა და კომპანია „ჰაუსარტმა“ იმუშავა.

„ჩვენთვის „გლდანი ინნ“-ი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და გარემოზე ნაფიქრი პროექტია. ხაზი მინდა გავუსვა პროექტის სამშენებლო მიმართებას, „გლდანი ინნ“- ი ორიენტირებულია ხარისხზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაზე. საცხოვრებელი კომპლექსი ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება და მაქსიმალურ მდგრადობას ითვალისწინებს. პროექტზე ქალაქის ცნობილმა არქიტექტორების გუნდმა და კომპანია „ჰაუსარტმა“ იმუშავა. პროექტში მაღალი კლასის, სერტიფიცირებული, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები გამოიყენება. კომპლექსი ფუნქციურობიდან და ლოკაციიდან გამომდინარე შესაძლოა ჩამოყალიბდეს რაიონის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა სერვისი მაცხოვრებლებისთვის თუ საქმიანი ადამიანებისთვის ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი“, - განაცხადა ლერი ვარდოშვილმა.

„გლდანი ინნ“ - ის თანადამფუძნებელმა, ბუბა ჩანქსელიანმა კი განმარტა, რომ მაღალი კლასის საცხოვრებელ კომპლექსს ფუნქციურობა და მდებარეობა გამოარჩევს, რომელიც აქტიური ცხოვრების და კომერციის შერწყმის ადგილია.

„მისი გარემოსთან ადაპტაცია, დახვეწილი დიზაინი და სწორი დატვირთვა მაცხოვრებლებს ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. 20,000 კვადრატულ მეტრზე განაწილებული შიდა ეზო კი გამორჩეულ გარემოსა და კომფორტს ჰპირდება. თითოეულ მობინადრეს აქვს პრივილეგია, ეზოდან გაუსვლელად ისარგებლოს „სითი მოლი გლდანის“ ყველა ბენეფიტით. კომპლექსიდან 150 მეტრში მდებარეობს მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“. სადარბაზო მოიცავს ლობის ტიპის მისაღებს, თითოეულ ბლოკში გათვალისწინებულია მიწისქვეშა საპარკინგე ზონა. ყველა ეს დეტალი, ერთად, ქმნის კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე ცხოვრების ყველა პირობას რაიონის ცენტრში“,- განაცხადა ბუბა ჩანქსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა