ქართული ინოვაცია "ციფრული უნივერსიტეტი" პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია

ქართული ინოვაცია "ციფრული უნივერსიტეტი" პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, "ციფრული უნივერსიტეტი" ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.

„ევროპის საუკეთესო ინოვაცია Europris-ის ყოველწლიურ მე-13 შეხვედრაზე გამოვლინდა, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა. ღონისძიებას Europris-ის წევრი ქვეყნების პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ასანიძე.

"ციფრული უნივერსიტეტის" წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა – სფერო, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებით 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ევროპის მასშტაბით სამაგალითოა.

„ციფრული უნივერსიტეტი" საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ამოქმედდა. პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

Europris-ის შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხები. ღონისძიება მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს ქ. თბილისში გაიმართება, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის EPTA-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ