გურამ კაშია - ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით - დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი, მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა

დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა.

ფეხბურთელის თქმით, ნაკრებმა დღეს ისტორია დაწერა.

„დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ მონაწილე ვიყავი ამ თამაშის. ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ყველას დიდი მადლობა. დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა“, - განაცხადა კაშიამ.

კაპიტანი მადლობას უხდის გულშემატკივრებს იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში ისე გრძნობდნენ თავს, როგორც სახლში.

„გულშემატკივრებს სასწაული მხარდაჭერა აქვთ, ამას ვგრძნობთ. გასვლით თამაშებზე სახლში ვთამაშობთ. ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ უცხო ქვეყანაში ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ის გარემო, რასაც გულშემატკივრები ქმნიან ჩვენ გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ჩემი დიდი მადლობა მათ!“,- აღნიშნა კაშიამ.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს