პრემიერი - სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, საოცრებაა - ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ

წარმოუდგენელი ემოციებია, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი აქვთ.

„არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. წარმოუდგენელი ემოციებია. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა. ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა. იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ქართველებს ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მადლობა მათ. პირველი ევროპის ჩემპიონატია და როცა პირველივე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლა საოცრება. მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველას.

პორტუგალიის დამარცხებას განსაკუთრებული ფასი აქვს. პორტუგალიამ ბოლომდე იომა მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას. ბოლომდე იბრძოლეს და ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო დასაფასებელია და ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე