პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! - ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა

შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!, - ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა.

მარტინესის თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პირველი ტაიმის მეორე წუთზე გოლის გატანამ პორტუგალიის ნაკრების რწმენაში ეჭვი შეიტანა.

"შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!", - განაცხადა მარტინესმა, რომლის კომენტარსაც „სპორტალი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე