„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა, ვაჟა მანტუამ ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს „საქართველოს ბანკის“ მიღწევები მთავარი სცენიდან გაუზიარა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაზე, სახელწოდებით „ლიდერობის ახალი ეპოქა - აღმოაჩინე, წარმოიდგინე და მიაღწიე წარმატებას“ ბიზნეს ლიდერებმა და ინოვატორებმა მონაწილეობა მიიღეს.

ინფორმაციის თანახმად, ექსკლუზიურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე დისკუსია გაიმართა სწრაფად განვითარებად ინოვაციებზე, როგორიცაა GenAI, High-performance computing, მანქანური დასწავლის მეთოდები და სხვა მიღწევები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას, სამუშაო მეთოდებს და საზოგადოებრივ ფუნქციებს ცვლიან. მთავარი სცენის გარდა, AWS-ის შეხვედრაზე სივრცე დაეთმო ლიდერების სესიებს, რომელთა ფარგლებში მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ინოვაციები, ტალანტები და კულტურა, მდგრადობა და უკანასკნელი ტექნოლოგიური ტენდენციები.

„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორი მთავარ გამომსვლელებს შორის იყო და მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის პროცესები, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტში ღრუბლოვანი სისტემების ტრანსფორმაციის კუთხით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, AWS ქლაუდ-სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელია მსოფლიოში. „საქართველოს ბანკი“ კი უკვე არაერთი წელია, AWS-თან თანამშრომლობს და მისი მხარდაჭერით, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით უნიკალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ნერგავს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, მონაწილეობა მიმეღო AWS-ის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, სადაც როგორც მასპინძელი ორგანიზაციის, ისე სხვა დიდი ბიზნესებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებას უზიარებდნენ. ღონისძიებაზე განვიხილე საქართველოს ბანკის მიერ დანერგილი ცვლილება, რაც ღრუბლოვანი სისტემების მიმართულებით ტრანსფორმაციას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი მიღწევებისადმი, ამასთან, დადებითად შეაფასეს ბანკის ძალისხმევა, დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები, რომლებიც, საბოლოოდ, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაში ითარგმნება და ადამიანებს საკუთარი პოტენციალის ათვისებაში ეხმარება“, - აღნიშნა ვაჟა მანტუამ.

„საქართველოს ბანკი“ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას აგრძელებს, მათ შორის ქლაუდ-ტექნოლოგიაზე მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებას.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა