დავით უსუფაშვილი - საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში! მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ იქიდან გველის საფრთხე

უკიდურესად შემაშფოთებელია და სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი - მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და იყურება იქით, საიდანაც რეალური საფრთხე არსებობს და სწორედ იქედან ელის შველას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია - „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“- შესაძლებლობას იძლევა, რომ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გლობალურად შეფასდეს.

„კონფერენცია არ ეძღვნება რომელიმე ერთ ქვეყანას, ან საქართველოს რომელიმე ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას. კონფერენციას გაცილებით ფართო ამოცანა აქვს. ის, რაც მსოფლიოში ხდება, დიდწილად გავლენას საქართველოზეც ახდენს. რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, პოლიტიკურ დონეზე ყველაფერი გასაგებია, თუმცა სათანადოდ პასუხგაცემული ვერ არის. რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და მსოფლიოს დესტაბილიზაციით ემუქრება. ამ პროცესში უკიდურესად შემაშფოთებელია და სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში! მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ იქიდან გველის საფრთხე.

იყურება იქით, საიდანაც რეალურად საფრთხე არსებობს და სწორედ იქედან ელის შველას. ამ თემებზეა საუბარი. ამ კონფერენცია 15-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გლობალურ დონზე დავინახოთ. ამ პრობლემის მოგვარებას საქართველო ვერ შეძლებს, თუ მეგობრებთან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობაში არ იქნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით, თბილისში რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ იმართება, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს