პრემიერი - სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა - თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე

სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ რაიმე გამოსაძიებელია, ეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმეა.

„გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, გაეროს კომიტეტმა დაადგინა, რომ ნინოწმინდის პანსიონში საქართველომ ვერ დაიცვა ბავშვები ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და სახელმწიფოს კომპენსაციის გაცემა მოსთხოვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა