თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული - უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნდება პირველ ივლისს, საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე - hr.gov.ge.

„თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის, მუნიციპალური დაწესებულებების შენობებისა და ქონების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. გარდა ამისა, მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესში. ამ პოზიციაზე, გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია. დასაქმებულებს ხელი შეეწყობათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და პერიოდულად გაივლიან გადამზადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაინტერესებულ პირებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობისკენ და წარმატებები უსურვა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!