მეთიუ მილერის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია

ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას“ უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა.

არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს, რომ "პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."

რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან ხომ არ მიიღო დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, უნდა მიმართონ საქართველოს მთავრობას.

„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - აცხადებს მილერი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა