ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ირინა საკი - მოხარულები ვართ, რომ BTU-ს ქალთა გაძლიერების პროექტს მხარს ვუჭერთ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” აქტიურ ფაზაში შედის. მის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მენტორები, ექსპერტები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.

„მოხარულები ვართ, რომ ქალთა გაძლიერების პროექტს მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვჯერა, რომ ქალები საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდუსტრიის განვითარებაში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ახალი IT ბიზნესების მიმართულებით. ესტონეთის ბიზნესმოდელმა ფანტასტიკური შესაძლებლობები შექმნა ევროპული კომპანიებისთვის,“ - განაცხადა ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ირინა საკმა.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდროვიჩი, რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.

პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’ მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მიზნად ისახავს, ქალთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ მონაწილეთა მინიმუმ 30% სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა.

ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსების მეშვეობით, აღნიშნულ ინიციატივას, უდიდესი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, კერძოდ, ხარისხიანი განათლების, გენდერული თანასწორობის, ღირსეული სამუშაო ძალის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები 5 ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელდება: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.

პირველი ნაკადის გადამზადება 2024 წლის ივლისიდან დაიწყება და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი ჩაერთვება.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე