„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წარმომადგენლები მებრძოლთა კვირეულს დაესწრნენ

საქართველოში დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე 30 ივნისს აღინიშნება და კვირის განმავლობაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით არის დატვირთული. კვირეულს, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი მასპინძლობს, სადაც იმართება პარასპორტის ტურნირები სხვადასხვა სახეობაში, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების და სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ორგანიზებულია სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის გასართობი პროგრამა.

წეროვანში, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წელს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ამ ტრადიციას ყოველწლიურად უერთდებიან “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი.” წელს ღონისძიებას კომპანია სილქნეტის და ფონდის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი ესწრებოდა.

„მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი - დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის გამართვა. ყველას კარგად მოეხსენება, რამდენად მომატებულია მებრძოლების მხარდაჭერის გაწევა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ბიზნესის მხრიდან. მე, როგორც ვეტერანს, მახსოვს როგორი დამოკიდებულება იყო რამდენიმე წლის წინ. 2018 წლიდან “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” აქვს გეგმა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, თუ რა გზით ვიაროთ, რომ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ. უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოხდა, მილიონ ლარზე მეტი დახმარების გაწევა სამხედროებსა და ვეტერანებისათვის.” - განაცხადა დავით მამულაიშვილმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის ბენეფიციარები არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ფონდი ეხმარება ასევე სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეებსა და არასრუწლოვან შვილებს. ფონდში შემოსული შემოწირულობით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.

სილქნეტის მიზანია დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერისთვის გაზარდოს დონაცია, თავის გარშემო შემოიკრიბოს ქველმოქმედი საზოგადოება და ორგანიზაციები, აამაღლოს ცნობიერება და თანადგომის საუკეთესო მაგალითი აჩვენოს.

დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც, ასევე საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771 ერთი ზარი-ერთი ლარი, რომელიც სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში