სალომე ზურაბიშვილი - სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით - ეს მხოლოდ დასაწყისია

სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარმოთქვა.

პრეზიდენტმა ნაკრების წევრები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ბიჭებმა მიაღწიეს მიუღწეველს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ძალიან დიდი მადლობა მათ და თქვენც ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა იყოს უსასრულო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე