„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით,  თბილისი-ფოთის მატარებელი ტექნიკური ხარვეზის გამოა გაჩერებული და მოძრაობა 15 წუთში აღდგება

თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 15 წუთში აღდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, სამგზავრო მატარებელი ტექნიკური ხარვეზის გამოა გაჩერებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ერთი საათია რაც გაჩერებულია.

მგზავრების განცხადებით, მატარებელში გათიშულია კონდიციონერი, არ იღება ფანჯრები, რის გამო ვაგონებში გაუსაძლისი სიცხეა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა